LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს – მამუკა ხაზარაძე

430
მამუ ხაზარა

ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე – ეს განცხადება “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ხაზარაძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციები, რომელთა გამოც „თი-ბი-სი ბანკის“ ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი.

გარდა სხვა ბანკებისგან აღებული სესხებისა, მამუკა ხაზარაძემ იმ კონკრეტულ მონაკვეთზე ისაუბრა, რომელიც ავთო წერეთელთან მის ურთიერთობას და მისგან 17 მილიონის სესხებას ეხებოდა.

„ჩვენ გვჭირდებოდა თანხა, 17 მილიონის ოდენობით და მის სასესხებლად მივედით ორ ბიზნესმენთან, ერთი არის ავთო წერეთელი და მეორეს არ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი პირია. მათ მივმართეთ, რომ გვჭირდებოდა 17 მილიონი. დაისვა კითხვა თუ რაში გვჭირდებოდა. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ J.P. Morgan-მა მოგვცა 60 მილიონი საუკეთესო პირობებით, გარანტია გადახდის არის ეს, გარიგებას ვხურავთ აგვისტოს შუა რიცხვებში და თქვენგან გვჭირდება მოკლევადიანი სესხი, რათა დაირიცხოს ეს თანხა. ავთო წერეთელი არის ჩემო მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ მასთან მეგობრობით. არაერთხელ, როცა ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას ვხსნიდი, „ბატა“ იყო ეს თუ „ბაბილონი“, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ვაფასებ, რამეთუ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მე მგონი ეს ძალიან წაადგება ყველაფერს. არაერთხელ ამიღია სესხი მისგან და მისი კომპანიისგან და ეს სესხები არასდროს ყოფილა დაკავშირებული „თი-ბი-სი ბანკთან“. მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის, რა გაქვს გარანტია, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე 17%-იანი სესხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g