LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობლოგის სტატიას კლუბის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ

20

სამშაბათს ავტობლოგში, ქართული საავტომობილო კლუბების ურთიერთობებზე გვქონდა საუბარი. ბლოგს „რა დამოკიდებულება აქვთ ქართულ ავტოკლუბებს ერთმანეთთან?“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდნენ საავტომობილი კლუბის პრეზიდენტები, რომლებმაც ოფიციალური კომენტარი გააკეთეს ამ თემასთან დაკავშირებით და საკუთარი პოზიცია მკაცრად დააფიქსირეს. მათი აზრით, ის ადამიანები, რომლებმაც წინა სტატიაში თავის მოსაზრებები დააფისქირეს, ცდებიან და ქართულ ავტოკლუბებს ერთმანეთთან მეგობრული და თბილი დამოკიდებულება აქვთ.

 

გთავაზობთ გიორგი ტუღუშისა და ირაკლი შარაშენიძის კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით:

 

გიორგი ტუღუში (BMW Club Georgia-პრეზიდენტი):  ჩვენი კლუბის თოთოეული წევრი აღრიცხულია და ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. კომენტარის ავტორი კი ჩვენს კლუბში საერთოდ არ ირიცხება. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბიდან ასეთ განცხადებას არავინ გააკეთებდა, ეს არის უბრალოდ ჭორი, რომელსაც კარგი შედეგი არავისთვის არ მოაქვს. ასეთ საქციელი და გამონათქვამები, ნებისმიერი პირის მხრიდან ძალიან ურაყოფითად ისახება ავტოსპორტზე. არანაირი მტრობა და გაუგებრობა საქართველოში მოქმედ კლუბებთან არ გვაკავშირებს. პირიქით, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რასაც ჩვენს მიერ ჩატარებული არაერთი ღონისძიება ადასტურებს.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს კლუბს აგრესიული დამოკიდებულება არავის მიმართ არ აქვს. გავრცელებული კომენტარი კი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილია სხვა არაფერი.

 

ირაკლი შარაშენიძე (Audi Club Georgia-პრეზიდენტი): გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი კლუბი ერთი ოჯახივით ვართ და მსგავს კომენტარს, არც ერთი ჩვენი წევრი არ გააკეთებდა. ეს არის არასწორი ინფორმაცია, რადგან ჩვენ ყველა კლუბთან ვმეგობრობთ, ხოლო ის ვინც ჩვენი სახელით კომენტარი გააკეთა ჩვენს კლუბში საერთოდ არ ირიცხება. ეს ყველაფერი ვიღაცის წარმოსახვის უნარია და არც ერთი მის მიერ ნათქვამი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები