LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ამ ფაქტს იუმორით უყურებს – მიზანი ავტობუსის მისაკუთრება ან ვინმეს გატაცება არ ყოფილა: დაკავებულის ადვოკატი

190
არჩილ ნიჟარაძე

გუშინ, ქუთაისში ავტობუსის გატაცება სცადეს. პოლიციამ 2 ახალგაზრდა დააკავა, გამოძიება კი 19-178-ე ძარცვის მცდელობის მუხლით დაიწყო. ავტობუსის გატაცებისთვის დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ამ დრომდე არ წარსდგენია.

ქუთაისში, ორმა პირმა მგზავრებით სავსე ავტობუსის გატაცება სცადა

მისივე განმარტებით, დაკავებულმა „თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა ავტობუსი“, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე არ გადმოგვცემია სისხლის სამართლის საქმის მასალები. მგზავრების უმეტესობა ამ ფაქტს იუმორით უყურებს, ვიდრე რაიმე სერიოზულ გატაცების შემთხვევას. თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა, რა მარშრუტით გადაადგილდებოდა, რაიმე მიზანი, რომლის მიხედვითაც მას სურდა ავტობუსის მისაკუთრება ან ვინმეს გატაცება, ნამდვილად არ ყოფილა. სინამდვილეში გვაქვს ადგილი ისეთ ქმედებასთან, როცა ძლიერი ალკოჰოლური ქმედების გამო ადამიანი მის საქციელს ვერ აკონტროლებს“, – თქვა არჩილ ნიჟარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g