LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოექსპერტებმა საწვავის დაზოგვის რამდენიმე ხრიკი გაამხილეს

32

ავტოექსპერტებმა საწვავის დაზოგვის რამდენიმე ხრიკი გაამხილეს. საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, მისი ეკონომია კი უფრო და უფრო რთული ხდება. ეს საკითხი ყველა მძღოლს ერთნაირად აწუხებს და სპეციალისტებმაც რამდენიმე რჩევა გამოაქვეყნეს. პირველ რიგში აუცილებელია დისტანციის დაცვა და წინ მიმავალი ავტომობილისგან გარკვეულ მანძილზე სიარული. საქმე ისაა, რომ მუხრუჭის ყოველი გამოყენება საწვავის წვასთანაა დაკავშირებული, ინერციით სიარულის დროს კი საწვავი უფრო ნაკლებად იხარჯება. მეორე რჩევა კონდიციონერს შეეხება. სასურველია, რომ კონდენციონერი მხოლოდ საჭიროების დროს ჩაირთოს, რადგან  ისიც საკმაო რაოდენობის საწვავს იყენებს. სპეციალისტების აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძრავის ზეთის სწორად შერჩევა და ავტომობილის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება. ხოლო, თუკი ავტომობილს ხანგრძლივი პარკინგი უწევს, ძრავი საერთოდ უნდა გამოირთოს. აგრეგატი საწვავს უძრაობის დროსაც მოიხმარს, ამიტომ ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია. და ბოლოს, საწვავის დასაზოგად სიჩქარის რეჟიმის სწორად დაცვაა საჭირო. სიჩქარის გადაჭარბება არამხოლოდ ავარიულ სიტუაციებს ქმნის, არამედ ავტომობილის ენერგომოხმარებასაც ერთი-ორად ზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები