გადაცემას „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, „რეპ-სერვისის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაჭაპურიძე ესტუმრა.
ხშირად, ზაფხულში კონდინციონერს ჩავრთავთ ხოლმე და არ მუშაობს…
დიახ, ასეა. როგორც კი დაცხება და საჭირო ხდება სამაცივრო დანადგარი, ან კონდინციონერი, მაშინ ახსენდებათ მძღოლებს, რომ მიმართონ სერვისს.
როდესაც მძღოლები ამბობენ, რომ არ გრილდება კონდინციონერი, ან სალონში ცუდი სუნი შემოდის და ა.შ.
ძირითადად მოგვმართავენ ხოლმე რომ მუშაობს, მაგრამ არ აგრილებს, ეს ნიშნავს რომ არ მუშაობს. გარდა დაბალი ტემპერატურისა, სამაცივრო დანადგარები მხოლოდ მინუს ტემპერატურისთვის არ არის განკუთვნილი, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ჰაერის კონდინცირება იქნება, თუ სამაცივრო დანადგარი ერთი და იგივეა, თუმცა კონდინცირება სასურველ კლიმატს ქმნის, სამაცივრე დანადგარებში კი ტვირთისათვის ტექნოლოგიურად განკუთვნილი ტემპერატურული რეჟიმის შექმნა ხდება. არცერთი სამაცივრე დანადგარი არ არის განკუთვნილი პროდუქტის გასაცივებლად, მისი დანიშნულებაა, შეინარჩუნოს სასურველი ტემპერატურა. ზაფხულში იწყება ატმის გაზიდვა ჩვენი ქვეყნიდან და პირდაპირ ბაღიდან, თაკარა მზეზე ნამყოფი ატმის ჩატვირთვა ხდება, საჭიროა ტემპერატურის +3 გრადუსამდე მოყვანა და ეს კოლოსალური დატვირთვაა დანადგარისთვის. სასურველია, მოხდეს ტვირთის გაცივება და რეჟიმზე მოყვანილი ტვირთის ჩატვირთვა და ტრანსპორტირება. ეს ეხება ნებიმისერი სახის პროდუქტს. უწყვეტი სამაცივრო ჯაჭვი ქვია ამ ციკლს – ეს არის მწარმოებლიდნა მომხმარებლამდე გადაადგილება. სითბოს გადატანა ხდება ერთი ადგილიდან მეორეზე, ამას მაცივარ აგენტი, ფრეონი აკეთებს. ეს აირი სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის ცვლით ახდენს პროდუქტის სითბოს გარემოში გაცემას. სამაცივრე დანადგარში ამას კომპრესორი უზრუნველყოფს.
შეხება გაქვთ ყველა ასაკის დანადგართან, რაიმე სხვაობები თუ არის?
რა თქმა უნდა, ტექნიკა წინ მიდის. ამ მიმართულებით დიდი პროგრესია. არის ძალიან კარგი დანადგარები, მაგრამ კომერციულ მოგებაზეა გათვლა და რესურსი ძალიან დაბალია. ყველა რეჟიმის კონტროლი პროცესორული მართვის არის. კომფორტი დიდია, მაგრამ მოითხოვს ოპერატორის კვალიფიკაციას, უცხო ენების ცოდნას. უარყოფითია ისიც, რომ გაუმართაობის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტული მარკის სერვის ცენტრშია მისი შეკეთება შესაძლებელი. ან ლიცენზირებული წარმომადგენელი უნდა იყო, ან პირატული პროგრამა უნდა გქონდეს… ჯერჯერობით საქართველოში არსებული სამაცივრე დანადგარებიდან 3-4%-ია ასეთი. როგორც ავტომობილს გარბენი აქვს, სამაცივრე დანადგარებს სამუშაო საათაბი აქვს. 10 000 ნამუშევარი საათი ნორმალურია, 20 000 საათის შემდეგ, ფაქტიურად ამორტიზირებულია.
როდესაც ადამიანი ასეთ სამაცივრე დანადგარს ყიდულობს, რა უნდა გაითვალისწინოს?
ყველაფერს გარკვეული პარამეტრები აქვს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. არის ორი გიგანტი მწარმოებელი, Thermo king და CARIER. როდესაც მომხმარებელი რჩევას გვეკითხება, ვუწევთ კონსულტაციას, განვმარტავთ დადებით და უარყოფით მხარეებს, ვეხმარებით მოძიებაშიც. ეს ინფორმაცია ჩვენი მხრიდან უფასოა.
როდესაც ავტომობილის გამაცივრებაზეა საუბარი, რა ზომის უნდა იყოს ის?
მნიშვნელობა აქვს რა მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირებას აპირებს და შესაბამისად, რა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება. სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, სამაცივრე მოწყობილობის აგრეგატის სიმძლავრის შერჩევა ხდება.
რა ვადა სჭირდება სხვადასხვა ზომის ავტომობილის გამაცივრებას?
მიკროავტობუსებს საშუალოდ 3-დან 10 დღემდე სჭირდებათ. გააჩნია ავტომობილის ზომას. ვაძლევთ ერთ წლიან სრულ გარანტიას. ძირითადად ახლა მოთხოვნა შეკეთებაზე უფროა, გამაცივრება ძვირი სიამოვნებაა.
გადავიდეთ მსუბუქ ავტომობილებზე და კონდინცირების სისტემაზე…
საავტომობილო კონდინცირების გაუმართაობის შემთხვევაში ხდება დიაგნოსტიკა მიზეზის დასადგენად. ფრეონის ჩამატებას კვალიფიკაცია და სპეციალური დანადგარები სჭირდება. ამ მოწყობილობის არ არსებობის შემთხვევაში, რთულდება მაცივარ აგენტის ამოღება და შესაძლოა წყობიდანაც კი გამოვიდეს.
მსმენელი: – მყავს 2000 წლის მერსედესი E კლასი, უკვე მესამე წელია, ყოველ წელს მიწევს ფრეონის ჩამატება, რისი ბრალი შეიძლება იყოს? სეზონის განმავლობაში ყოფნის…
ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. სისიტემის გადაბმის ადგილებში გამოიყენება მანჟეტები, როდესაც ავტომობილი ძველდება, ხდება მათი გამაგრება და იკარგება ჰერმეტიზაცია. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ერთი სეზონი ყოფნის, ეს არის. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ზამთრის განმავლობაში როდესაც არ ხდება მისი ჩართვა, კომპრესორის „სალნიკიდან“ იწყება ჟონვა. ეს ინდივიდუალურია ყველა ავტომობილისთვის. მე ყოველთვის ვურჩევ მძღოლებს, ზამთარში, კვირაში 5-10 წუთი ამუშავონ კონდინციონერი. თქვენს შემთხვევაში, მანჟეტების შეცვლაა საჭირო. თუმცა, ამ ყველაფრის შეცვლა ზოგჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ფრეონის ჩამატება.
თქვენი კოორდინატები?
ზაჰესის ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩა: N104. 599 26 88 58 / 593 33 89 73
გადაცემის აუდიოჩანაწერი