63 წლის ასაკში, ენჯი სტოუნი გარდაიცვალა.
საკულტო მუსიკოსი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა.
არტისტი ალაბამაში გამართული კონცერტის შემდეგ, ჯორჯიისკენ მიმავალ გზაზე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად მანქანაში რამდენიმე ადამიანი ისხდნენ, თუმცა სტოუნის გარდა ყველა გადარჩა.
ენჯი სტოუნმა კარიერა 70-იანი წლების ბოლოს, ჰიპ ჰოპ ტრიოს – The Sequence შემადგენლობიდან დაიწყო. 90-იანი წლების დასაწყისში, ის რიტმ-ენდ-ბლუზ ტრიოს – Vertical Hold წევრი გახდა. დამოუკიდებლად ის მუსიკალურ ასპარეზზე 1999 წლიდან გამოჩნდა, როცა სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Black Diamond გამოუშვა. ის ,,გრემის” სამგზის ნომინანტი იყო.