სენაკის სოფელ თეკლათის გზაზე ავტოსაგაზო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველის ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლისაა.
როგორც შსს-ში აცახდებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.