ავტომანქანების მოძრაობა თბილისის ზღვიდან ავლაბრის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის დაკვეთით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და მზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად.
როგორც თბილსის მერიაში აცხადებენ. ეს იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია.
“გარდა ამისა ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა”, – განაცხადეს მერიაში.
ორკილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.