პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციისთვის, აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – რას აცხადებენ უწყებაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ერთ-ერთ ავტომობილში ცხედარი იპოვეს და სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები. როგორც „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. „ავტომანქანიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი, რომელიც სავარძელზე იპოვეს“ – პროკურატურამ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება […]
„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
