გადაცემა „ავტოსერვისის“ სტუმარი ავტოექსპერტი დავით ლობჟანიძე იყო. გადაცემის თემა ავტომატური გადაცემათა კოლოფები – მათი ტიპები და პრობლემათა გადაჭრის გზები იყო.
– დღესდღეობით უმეტესობა ავტომატიკას ანიჭებს უპირატესობას, კომფორტის გამო. ბევრმა არ იცის, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფები ერთმანეთისგან განსხვავდება. გამოვყოთ მათი ტიპები…
– პირველი თაობის ავტომატური გადაცემათა კოლოფები ჩვეულებრივი ჰიდროტრანსფორმატული, ელექტრონული მართვით იყო. შემდეგ გამოუშვეს ვარიატორული გადაცემათა კოლოფი, მას დაემატა რობოტიზირებული კოლოფი და ჰიბრიდი, ანუ ელექტრონული კოლოფი.
– ხშირად ხდება, რომ როდესაც მყიდველი გებულობს, რომ მანქანაში ვარიატორული გადაცემათა კოლოფია, მისი ყიდვისგან თავს იკავებს…
– დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპლოატაციას, როგორ ხდებოდა ზეთის შეცვლა და გარბენს. ქალაქსი პირობებში ვარიატორზე დიდი დატვირთვა მოდის. რა თქმა უნდა, დაბალი გარბენით უნდა იყოს მანქანა.
– ძველი კლასიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში, რა გარბენზე უნდა მოხდეს ზეთის შეცვლა?
– 40 000-50 000 კილომენტრამდე. დატვირთულ პირობებში სიარულის შემთხვევაში უფრო მალე უნდა მოხდეს შეცვლა.
მსმენელი: მყავს Nissan March, 2004 წლიანი, 1,2 ძრავით. რაც ვიყიდე არ შემიცვლია ზეთი. უნდა ჰქონდეს თუ არა კონკრეტული სიმპტომები მანქანას, რომ ზეთი შევცვალო?
– ამ შემთხვევაში არ ღირს ლოდინი, რადგან როდესაც მანქანას სიმპტომი გამოუჩნდება, შესაძლოა დაგვიანებული იყოს. შეცვალეთ და დაიწყეთ იმ დღიდან ათვლა. თქვენს ავტომობილს დაახლოებით 6-7 ლიტრამდე ზეთი დასჭირდება.
– რაც შეეხება რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფს, ეს არის მექანიკა, რომელიც იმართება რობოტის მიერ და ჰქვია ავტომატიკა. ამასთან, ის ქმნის საკმაოდ ბევრ პრობლემას…
– ნამდვილად ასეა. ხშირად ცვდება რობოტი და ელექტრონიკაც გამოდის წყობიდან. ამ სიახლით ეს სისტემა გაართულეს, ამასთან შესაბამისი მომსახურება საკმაოდ ძვირია.
მსმენელი: მყავს Subaru Forrester, 2004 წლიანი, 95 ათასი გარბენით ჩამოვიყვანე იაპონიიდან დაახლოებით 1 წლის წინ. დაახლოებით 10 დღის წინ ტუმბოს საშუალებით შევცვალე ზეთი, მაგრამ გადართვის დროს პრობლემა მაინც დარჩა. ხელოსნის თქმით, მიზეზი ტუმბოდან შესული ნაგავია. თქვენ რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით?
– შესაძლოა კარტერის „სეტკა“ არის გაჭედილი. საჭიროა ფილტრის მოხსნა და გაწმენდა. შესაძლოა, ეს იყოს ძირითადი პრობლემა.
მსმენელი: მყავს 2004 წლიანი ML. ჰქონდა გადაცემათა კოლოფის პრობლემა, როდესაც ჩამოვიყვანე. მირჩიეს, რომ შემეცვვალა და შევცვალე კიდეც მთლიანად. ჩავაყენე აქაური მანქანის გამოცვლილი კოლოფი. რამდენიმე თვის შემდეგ შეექმნა პრობლემები: გაზს რო ვაჭერ უჭირს წასვლა მანქანას და ნელ-ნელა მიდის. რას მირჩევთ?
– პირველ რიგში ზეთი გადაამოწმეთ, მერე ელექტრონული დიაგნოსტიკა უნდა გააკეთოთ და უფრო გამოჩნდება პრობლემა.
მსმენელი: მყავს 2009 წლის Jetta, 2,5-იანი ძრავით. დაახლოებით ერთი წელია, რაც არ შემიცვლია ზეთი და მითხრეს, რომ შეცვლას არ საჭიროებს…
– აუცილებლად უნდა შეცვალოთ ზეთი!
– დათო, მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით რა რჩევებს მისცემთ მსმენელებს?
– ისევ იმას ვიტყვი, რომ დილით, ძრავის გათბობის დროს გადაცემათა კოლოფი არ თბება, ამიტომ პირველი 2-3 კილომეტრი აგრესიულად არ ატაროთ მანქანა. რაც მეტი სიცივე იქნება, დაბალ ბრუნზე რაც შეიძლება მეტი მანძილი გაიარეთ.