LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებიც მფლობელებს ყველაზე იშვიათად იცვლიან

29

კომპანია iSeeCars-ის ექსპერტებმა 16 000 000-ზე მეტი ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება გაანალიზეს და იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც ერთ მფლობელთან ყველაზე დიდ ხანს რჩებიან. ლიდერი პოზიცია ყველგანმავალმა Toyota Land Cruiser-მა დაიკავა, რომელიც მეპატრონეს საშუალოდ 10, 6 წლის განმავლობაში არ იცვლის. მეორე ადგილი Porsche Boxter-ს ერგო, რომლითაც ადამიანები შეძენიდან საშუალოდ 9,9 წლის განმავლობაში დადიან. ლიდერთა სამეულს Ford Expedition ასრულებს, რომელიც მძღოლს საშუალოდ ცხრა წლის განმავლობაში არ იცლის.

ათეულში ასევე შევიდნენ: Chevrolet Corvette, Audi TT, Ford Explorer, Toyota Avalon, Toyota Sequoia, Toyota 4Runner და Mercedes-Benz SLK.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტებმა ამერიკული საავტომობილო ბაზარი შეისწავლეს, თუმცა ასეთივე ტენდენცია შეინიშნება მსოფლიო ბაზარზეც. ყველაზე ხანგრძლივად ადამიანები ყველგანმავვლეებსა და ქროსოვერებს იტოვებენ, ასევე არ ყიდიან იშვიათ ეგზემპლარებს, რომლებსაც ”გამოსასვლელ” ავტომობილებად იყენებენ.

SUV სეგმენტის პოპულარობა აღჭურვილობისა და ფასის შეფარდებით არის განმარტებული, iSeeCars-ის სპეციალისტები სწორედ ასე ხსნიან Toyota Land Cruiser-ზე არსებულ დიდ მოთხოვნას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები