LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარენ – ,,ავტოსთორი”

19
page

ავტომობილი ოჯახის წევრივითაა. ყოველდღიურად ხვდები? ხვდები. ზრუნავ მასზე? კი, ზრუნავს ის შენზე? რა თქმა უნდა და ხანდახან ალბათ, ესაუბრები კიდეც არა? ასეა, ისიც კი გცემს პასუხს. მასაც შენნაირად სწყურია, შია, განიცდის… კარგი, ალბათ არ განიცდის, მაგრამ შიმშილი და ჭამა ნამდვილად კარგად გამოსდის. საწვავის მოხმარება კი ავტომობილის ოჯახის წევრად გახდომამდე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პუნქტია. ეს ის მომენტია როდესაც ნათესავს შენ თვითონვე ირჩევ.

დღევანდელი პოდკასტის თემა კი ავტომობილებზეა, რომლებიც ყველაზე მეტ საწვავს წვავენ.

საწვავის ხარჯის თვალსაზრისით ავტომწარმოებლის ოფიციალური დაპირება ერთია, რეალობა კი – ხშირად  სხვანაირია.

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარენ –  5 ყველაზე მსუნაგი ავტომობილი

Dodge Charger SRT Hellcat; 15,7 ლიტრი/100კმ.


Dodge Ram 1500 Crew Cab Rebel – 15,8 ლიტრი/100კმ.


Mercedes-Benz GLS 500 4Matic 9G-Tronic AMG Line – 15,8 ლიტრი/100კმ.


Bentley Bentayga W12 – 15,9 ლიტრი/100კმ.

Bentley Mulsanne Speed – 16,8 ლიტრი/100კმ.

და ბოლოს, ბონუსად საწვავის ყველაზე ჭარბად მჭამელი ავტომობილი, აშკარად განსხვავდება წინა ხუთეულისგან.

Dodge Ram 1500 LPG Laramie ას კილომეტრზე თითქმის ოც ლიტრ საწვავს მოიხმარს, რაც დამეთანხმებით რომ არაჩვეულებრივად ბევრია.

ესეც ასე. ეს ექვსი მანქანა ნამდვილად შორსაა იმ მოლოდინებისგან, რასაც ეკონომიური ავტომობილის მომხმარებლები ელიან, თუმცა ეკონომია რა შუაშია, როცა შენს კოლექციაში მათგან ერთ-ერთი მაინც შედის.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები