LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებსაც ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებენ

64
toyota202129

გასულ წელს „ტოიოტა“ ინტერნეტ–მომხმარებელთა შორის ყველაზე პოპულარული ავტომობილი გახდა და  BMW–ს პირველობა წაართვა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა ანალიტიკურმა სააგენტო, Compare The market გამოაქვეყნა. სპეციალისტებმა Google–ს საძიებო სისტემის მონაცემები 158 ქვეყნის მასშტაბით შეისწავლეს.

მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ იაპონური Toyota 2020 წელს ლიდერი 55 ქვეყანაში გახდა. 2019 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 28 ქვეყანა იყო, ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ყველაფერი ახალი მოდელების –  ელექტროქარის C+pod, ახალი Yaris–ის, Mirai–ს და რა თქმა უნდა მეხუთე თაობის RAV4–ის დამსახურებაა.

ამავდროულად BMW–ს პოპულარობა ქსელში ძალიან შემცირდა. 2019 წელს ბავარიული ბრენდი 118 ქვეყნის საძიებო სისტემაში ლიდერობდა, 2020 წელს კი მაჩვენებელი 34 ქვეყანამდე დაეცა. თუმცა, კომპანიამ რეიტინგში მეორე ადგილის შენარჩუნება მოახერხა და სამწლიანი პერიოდის შეჯამებით ქსელში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა.

მესამე ადგილი Mercedes-Benz–ს ხვდა წილად, მეოთხე იყო Kia, მეხუთე –Ford. რეიტინგში მოხვდნენ ასევე Volvo, Audi, Honda, Nissan, Renault, Hyundai და Peugeot.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g