სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ავტომობილებით გადადგილებაზე შეზღუდვა 21 აპრილის შემდეგაც დარჩეს ძალაში. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა “იმედის” ეთერში გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვები, რომლებიც განხორციელდა დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ რა ვითარება იქნებოდა ქვეყანაში.
დახურულ საჯარო სავალდებულო ხდება სივრცეში პირბადის ტარება. ჯარიმა 15 ათასი ლარია და ის იურიდიულ პირებს დაეკისრება.
დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომანქანებით გადაადგილება იზღუდება
„საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა 21 აპრილამდე გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეისათვის საგანგებო მდგომარეობა არის 21-მდე. ის რომ ჩვენ შეზღუდვა გამოვაცხადეთ 10 მაისამდე, ამის შესახებ შესაბამისი წარდგინება გაეგზავნება პრეზიდენტს და შემდეგ შევა პარლამენტში. მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება საგანგებო მდგომარეობაც და სხვა შეზღუდვებიც მოქმედებს 21 აპრილამდე“, – აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, დღეს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
რომელი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება გადაადგილება