LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის 90 დღის განმავლობაში რეექსპორტის შემთხვევაში, აქციზის თანხა სრულად ანაზღაურდება

179

ავტომობილის 90 დღის განმავლობაში რეექსპორტის შემთხვევაში, აქციზის თანხა სრულად ანაზღაურდება.

ამის შესახებ განცხადება  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინიციატივა საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორს უფრო გააძლიერებს.

„თანხის დაბრუნება მოხდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან  15 დღის ვადაში. ჩვენ ავტომობილის მფლობელს ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს, აქამდე ჩვენ 50% -ს ვუნაზღაურებდით. ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული ამ საქმიანობით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციაიტივის შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება ეს დარგი,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g