”ვითიბი ბანკი” და ”ტოიოტა ცენტრი თბილისი” მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ.
დღეიდან 29 თებერვლამდე ”ვითიბი ბანკი” ”ტოიოტა ცენტრ-თბილისთან” ერთად, ავტომობილის შეძენის მსურველებს ორწლიან უპროცენტო სესხს შესთავაზებს.
”ვითიბი ბანკის” სესხით სარგებლობა შესაძლებელია ავტოსალონიდან გაუსვლელად და მხოლოდ პირადობის მოწმობით.
აქციის ფარგლებში ტოიოტას ავტომობილების მყიდველებს საჩუქრად გადაეცემათ: ზამთრის საბურავები; ავტომობილის უფასო სერვისი, 1 წლის განმავლობაში; ფასდაკლება საწვავზე 1 წლის განმავლობაში; ავტომობილის ულიმიტო რეცხვა ერთი წლის განმავლობაში და კენჭებისგან დამცავი ფირი ექსკლუზიურად კომპანია AM.GE -სგან
აქციის ფარგლებში ”ვითიბი ბანკი” მომხმარებელს სესხს გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს – საპროცენტო განაკვეთი 0% (ეფექტური 1.15%), თანამონაწილეობა 20%-დან, გაცემის საკომისიო 0%, , წინსწრებით დაფარვის საკომისიო 0%.
სესხზე განაცხადის შევსება ასევე შესაძლებელია ”ვითიბი ბანკის” ვებ-გვერდზე.