LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება

170
ავტომობილთა იმპორტიორები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, ბიზნეს ასოციაციასთან და ავტომობილთა იმპორტიორებთან თანამშრომლობით, განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში.

ცვლილების შედეგად გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის პროცესი.

განახლებული რეგლამენტი აფართოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ავტომობილის ემისიების ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ეს ცვლილება ავტომობილის იმპორტიორებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობას საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ორი ახალი ქვეყანა – ისრაელი და ჩინეთი. აღნიშნულ ქვეყნებში სრულადაა დანერგილი ევრო 5 სტანდარტის ტოლფასი მოთხოვნები. შესაბამისად, დაინტერესებულ ავტოიმპორტიორებს აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა 1 წელზე მეტი ასაკის და სათანადო წელს გამოშვებული, ჩინეთიდან და ისრაელიდან ექსპორტირებული ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციისთვის.

გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და ჩინეთში. კერძოდ, 1 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტიორს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს დასკვნის ასაღებად, შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. დოკუმენტაციური ჩამონათვალი ასევე გაიზარდა აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვისაც.

mazda magti 5g