LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილთა წარმოებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა

145
2c013279a6ddeb564de93df8fbb6b8d6ed8a7da9

2020 წლიდან ავტომობილთა გაყიდვების მაჩვენებელი 90 მილიონამდე დაეცემა, რაც მომავალში წარმოებაზეც აისახება და წარმოებაც აუცილებლად შემცირდება.

არც თუ ისე წარმატებული მომავალი ავტომწარმოებლებს გერმანელმა სპეციალისტებმა უწინასწარმეტყველეს. მათი აზრით, კაცობრიობას ამდენი ავტომობილი აღარ ჭირდება. სწორედ ამიტომ, წარმოების მაჩვენებელი ყოველწლიურად და თან სტაბილურად შემცირდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 2019 წელს წინა წელთან შედარებით  4%–ით დაეცა. წელს კი ეს ციფრი კიდევ 3%–ით უნდა შემცირდეს.

ეს პროცესი 2025 წლამდე გაგრძელდება ანუ მანამ სანამ კონვეიერიდან ახალი თაობის ელექტრომობილები არ ჩამოვა. ამ დროისთვის ავტო–წარმოების გლობალური ნიშნული 85 მილიონამდე დაეცემა, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე ძალიან ნეგატიურად აისახება და კონცერნებს სამუშაო ადგილების შემცირებაც მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g