LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომოყვარულებმა მიწის ქვეშ დამარხული ავტომობილის ამუშავება შეძლეს

54

ციმბირელმა ავტომოყვარულებმა მიწის ქვეშ დამარხული ავტომობილის ამუშავება შეძლეს. უჩვეულო ექსპერიმენტი ადგილობრივ ბლოგერთა გუნდმა ჩაატარა და მათ სურდათ დაედგინათ, თუ რომელიც ავტომობილი იქნებოდა უფრო გამძლე – იაპონური, გერმანული და საბჭოური. შესაბამისად,  ექსპერიმენტში სამი მოდელი – ვაზ-2121 „ჟიგული“, Toyota Corsa და Audi 100 მონაწილეობდნენ. გასული წლის სექტემბერში სამივე მოდელი მიწის ქვეშ ჩამარხეს და მთელი ერთი წლის განმავლობაში მათთვის ხელი აღარ უხლიათ. მოდელების ამოთხრის შემდეგ კი დადგინდა, რომ მიწამ სალონში და ძრავშიც შეაღწია, თუმცა ამას „ჟიგულისა“ და Toyota-სთვის ხელი არ შეუშლია, რომ უპრობლემოდ ამუშავებულიყვნენ. ხოლო, რაც შეეხეა Audi-ს – მისი გაცოცხლება კი ვეღარ მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები