LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები დაწესდება

167
okribasavtosadguri

ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები გავრცელდება.

საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g