LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი“ – ღარიბაშვილი რეფორმას აანონსებს

117
ღ (3)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალიან მალე მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ავტოსადგურებში დაკმაყოფილებული არ არის მინიმალური მოთხოვნები და სტანდარტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას საჭიროებს.

„ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და რეფორმა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას. მოგეხსენებათ, ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ზოგადად, ეს სფერო მოწესრიგებას საჭიროებს. ძალიან დიდი პრობლემები არსებობს. იგივე, თუნდაც ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, ანტისანიტარიაა, დაკმაყოფილებული არ არის მინიმალური მოთხოვნები და სტანდარტები. ასევე, ეს უკავშირდება მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს, რაც საჭიროებს სახელმწიფოს ჩარევას და ჩართულობას. ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. ჩვენ ძალიან მალე მივმართავთ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი. ასევე, მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა გამოასწორონ. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება ქვეყნის შიგნით მათი მგზავრობა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები