LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის გზაზე – დაშვდა 9 ადამიანი

83

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე – შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. გვირაბთან, ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმენთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წუთით საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის არეში აქვს ტრავმა მიღებული.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმედ ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g