გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მერსედესისა და ჟიგულის მარკის ავტომანქანები დაეჯახნენ.შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ჟიგულის“ მძღოლი, 48 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამი მგზავრი კი დაშავდა. ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო: კახაბერ კუპატაძე