ხარკოვის ცენტრში გუშინ საღამოს ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის პოლიცია ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:45 საათზე სუმსკის მოედანზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ხალხის ჯგუფს „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. მომხდარის გარემოებები დგინდება. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
ავტომანქანის მძღოლი ქალი უკვე დაკავებულია. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.