LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსხვერპლი მოყვა

468
FORTUNA.GE-

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ერეკლე ქასაშვილმა გაავრცელა.

 

 

ფოტოს ავტორი მთავარ სლაიდზე: ერეკლე ქასაშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g