ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ, დათო ტაბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა კახეთელიძე წერს.
მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
„მეგობრებო, მინდა დათო ტაბაშიძე გაგაცნოთ. დათუნას ვინც იცნობთ ყველა დამეთანხმებით, რომ არის უსაყვარლესი ადამიანი ვინც არ იცნობთ გეტყვით რომ მას 3 ულამაზესი შვილი და მეუღლე ჰყავს.
რამდენიმე თვის წინ სამწუხაროდ ავტო საგზაო შემთხვევა მოუვიდა და დღეს მისი მდგომარეობა მძიმეა.
ოჯახი ყველაფერს აკეთებს რომ დათუნამ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ჩვენი გვერდში დგომაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს და დათუნა მალე ისე ისეთი მომღიმარი და სიკეთით სავსე დაგვიბრუნდეს ჩვენ მის მეგობრებს ოჯახს და რაიონს.
ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ვისაც რის საშუალება გექნებათ გვერდში დავუდგეთ ოჯახს, შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი და ერთად დავუბრუნოთ თავის შვილებს ეს საყვარელი ადამიანი.
საქართველო #GE60BG0000000100679328
თიბისი #GE34TB7748245061100012
მიმღები თ . ს
მადლობა წინასწარ ყველას უფალი ერთი ორად დაგიბრუნებთ ამ დიდ სიკეთეს“, – წერს ნიკა კახეთელიძე სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფეისბუკ მომხმარებელი, სოფიო ხარშილაძე ავრცელებს პოსტს:
„გამარჯობათ მეგობრებო, გთხოვთ რამდენიმე წუთი დამითმოთ…ამ ადამიანს სჭირდება დახმარება… გთხოვთ ყველას გადააზიაროთ… თუ ვერ დავეხმარებით გადაზიარებაც საკმარისია“, – წერს სოფიო ხარშილაშე და ნიკა კახეთელიძის სტატუსს აზიარებს.
გამარჯობათ მეგიბრებო,გთხოვთ რამოდენიმე წუთი დამითმოთ…ამ ადამიანს სჭირდება დახმარება…გთხოვთ ყველას გადააზიაროთ…თუ ვერ დავეხმარებით გადაზიარებაც საკმარისია
Posted by სოფიო ხარშილაძე on პარასკევი, 13 ივნისი, 2025