ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. დაშავებულია ორი პირი.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილში იჯდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.