UFC-ის ორგზის ჩემპიონი ილია თოფურია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„აწმყოთი ვცხოვრობ… ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს,“ – ილია თოფურია.
ილიას ახალმა ფოტოებმა უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოგებულია“, „ლეგენდა“, „წინ ჩემპიონო“, წერენ ილია თოფურიას გამომწერები.
შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
ჯორჯინა უზკატეგუი მას თავდაპირველად ძალადობაში ადანაშაულებდა და ქონების ნახევარს მოითხოვდა. მას ასევე სურდა საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა, რაზეც ილია თოფურია უარს აცხადებდა – მიზეზი წყვილის საერთო, მცირეწლოვანი შვილია, რომლის სხვა ქვეყანაში გაშვება მებრძოლს არ სურდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ილია თოფურია გაამართლა.
„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
