„აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება“, – ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი წერს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრის მიზანია უკრაინაში ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების განხილვა და პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მომზადებაა.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
BBC: „ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა” – ტრამპი პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთის დელეგაციას სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციაში სავარაუდოდ, იქნებიან პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებოდა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა „არც ისე შორეულ მომავალში“ გაიმართება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.