მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.
ჩვენ სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული, მაგრამ თქვენ გვირღვევთ ამ უფლებას, მოეგეთ გონს და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯები- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც ხელისუფლებას მიმართა.
მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს
"ხმა უნდა ამოვიღოთ ...სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - გიორგი კეკელიძე
აზარტულ თამაშებზე შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა. 4 პუნქტიანი პეტიცია აქციის მონაწილეებს თავად დოლიძემ გააცნო.
1. აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია
2. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიით დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა.
3. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსებას ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ
4. პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ.
აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ოპერატორ სანდრო ბერაძის ხსოვნას მიეძღვნა.