იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ აზარტული თამაშების რეგულირებისთვის კამპანიის ფარგლებში 10 000 ხელმოწერა ვადაზე ადრე შეგროვდა.
18 ოქტომბერს, ანა დოლიძემ ახალი მოძრაობა დააფუძნა და შექმნა კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ – “დაიცავი შენი შვილი.”
ბოლო პერიოდში დოლიძე ხშირად საუბრობს აზარტული თამაშების მავნებლობაზე, რის წინააღმდეგაც კამპანია დაიწყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებისას განმარტა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემის მოგვარებაა.
https://www.facebook.com/drannadolidze/videos/588550378585093/