LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში კონსულტაციებს დათანხმდნენ

130
BeFunky-collage - 2020-10-09T152943.105

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადეს, რომ საკუთარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში კონსულტაციაზე გააგზავნონ. ინფორმაციას “იზვესტიასთან” ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. მარია ზახაროვა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადება აღნიშნული ღონისძიებისთვის.

მთიანი ყარაბაღისთვის საბრძოლო მოქმედებები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი. აზერბაიჯანის 7 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

საქართველო მზადაა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს დიალოგისთვის თბილისში უმასპინძლოს

სომხეთს და აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოლაპარაკების მაგიდა საკუთარ ქვეყანაში შესთავაზა საქართველოს მთავრობამ. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 სექტემბერს განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ყველანაირად შეუწყოს ხელი მათ შორის კონფლიქტის მოგვარებას და დიალოგის გამართვის მიზნით, თბილისში შეხვედრა შესთავაზა.

თავდასხმების არაპროპორციული ბუნება მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს: ვისი ბრალია ყარაბაღის კონფლიქტი

 

magti 5g