LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი : “სომხეთმა საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია”

187
Karabagh

სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

სომხური მხარის ინფორმაციით კი, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „სომხეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სოფელ ატუნკთან ახლოს აზერბაიჯანის მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები