აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მწუხარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე და მას ცალმხრივი უწოდა.
ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის „უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა საბოტაჟი მოაწყვეს“, თუმცა მათ უკან დაახევინეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ნოემბერში მოსკოვში ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების ერთგულნი რჩებიან.
“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მწუხარებას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივ, რეალობის არამსახველ განცხადებასთან დაკავშირებით”. – ნათქვამია განცხადებაში.
„როიტერის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ზონაში შევიდნენ. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ეს არის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი განცხადების დარღვევა.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ მოუწოდა აზერბაიჯანს, გაიყვანოს ჯარი და დააბრუნოს სამხედროები პირვანდელ პოზიციებზე.
რუსეთის სამხედრო უწყებაში ასევე ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმა მიიტანა.