ქალისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი T.D მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს.
როგორც დიზაინერმა თაკო დვალიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ახალი კოლექცია სპეციალურად აზერბაიჯანის Fashion Week-ისთვის შექმნა და ის მოდის კვირეულზე, კაფსულა კოლექციით, 13 მაისს გაემგზავრება.
მისივე ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვებში, თბილისში, ჯანაშიას 28 ნომერში, T.D-ის მაღაზია გაიხსნება. უახლოეს მომავალში კი დიზაინერი T.D-ის კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ბათუმშიც გეგმავს.