აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი დრონი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა.
ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
