აზერბაიჯანის მთავრობამ, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ისევ გაახანგრძლივა – მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები 2026 წლის პირველი იანვრის დილის 06:00 საათამდე იქნება ჩაკეტილი.
ცნობისათვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან კოვიდპანდემიის გამო ჩაკეტა. იმის მიუხედავად, რომ 2023 წლის 5 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა, ბაქო აცხადებს, რომ საკარანტინო რეჟიმს „იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე საჭირო იქნება.“
აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.