LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში, ქორწილზე, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, „კოვიდპასპორტის“ წარდგენა სავალდებულო გახდა

108
azerbaijani-59840

აზერბაიჯანში ქორწილებზე დასწრების ახალი გამკაცრებული წესი ამოქმედდა.

ქორწილზე, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრებს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.

დოკუმენტის წარდგენა 18 წელს ზემოთ ყველა სტუმარს მოეთხოვება.

დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 413 986 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 358 230 პირი გამოჯანმრთელდა, 5 512 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 50 244 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით ვაქცინირებულია 2 604 804 მოქალაქე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g