LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიელი რეჟისორი ქლოი ჟაო  „ოქროს გლობუსის“ ისტორიაში შევიდა

145
news23435
ქლოი ჟაოს „მომთაბარეთა მიწა“ / Nomadland  წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევა და დიდი ალბათობით, „ოსკარზეც“ მიიღებს ნომინაციას საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. თუმცა ამჯერად არა ფილმზე, არამედ მის რეჟისორზე ვისაუბრებთ, რომელმაც უკვე მოახერხა „ოქროს გლობუსის“ ისტორიაში შესვლა და დიდი ალბათობით, „ოსკარის“ ნომინანტიც გახდება.
„ოქროს გლობუსის“ 78-ე დაჯილდოება დასრულდა – ნახეთ გამარჯვებულების სია

აზიელი რეჟისორი გლობუსების 78 წლიან  ისტორიაში მეორე ქალია, რომელმაც საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა. აქამდე ეს მხოლოდ ბარბრა სტრეიზანდმა მოახერხა 1983 წლის ფილმით „იენტლი“ / Yentl.

ფოტო: ნახეთ რა ეცვათ ვარსკვლავებს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ვირტუალურ ცერემონიალზე

აღსანიშნავია, რომ წელს „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში სარეკორდო ოდენობის, სამი ქალი კინორეჟისორი იყო წარდგენილი. ჟაოს კონკურენციას რეგინა კინგი (ფილმით „ერთი ღამე მაიამიში“) და ემერალდ ფენელი ( ფილმით „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“) უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჟაოს ნამუშევარი ევროპაშიც დააფასეს – ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ დაიმსახურა.

„მომთაბარეთა მიწა“ ჟაოს მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. მისი პირველი ორი ნამუშევარია  „სიმღერები, რომლებიც ჩემმა ძმამ მასწავლა“/ Songs My Brother Taught Me და „მხედარი“ / The Rider.

ამჟამად რეჟისორი რამდენიმე ფილმზე მუშაობს, მათ შორის არის „მარველის“ ფილმი „მარადიულები“ / Eternals და საი-ფაი + ვესტერნის ჟანრის ფილმი დრაკულას შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები