LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს

114
აზია

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) აზიის განვითარების პროგნოზის სექტემბრის განახლებული ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 6%-ით განსაზღვრა, რაც აპრილში ნავარაუდევ 4.5-პროცენტიან მაჩვენებელს აღემატება. 2024 წელს კი, ბანკის პროგნოზით, შენელებული გლობალური ექსპანსიის ფონზე, ეკონომიკის ზრდა 5%-ზე შენარჩუნდება.

აზიის განვითარების ბანკის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი, 15.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ხოლო 10.2-პროცენტიანი მომსახურების სექტორში.

„საქართველოს შეუძლია, მეტი სარგებელი მიიღოს კლიმატგამძლე განვითარების პოლიტიკის წარმოებითა და ინფრასტრუქტურაში, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კამელ ბუმადმა.

აზიის განვითარების ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ ინფლაციის კლება 2023 წელს 3%-მდეა მოსალოდნელი, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები