LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 68.2 მლნ ლარის ფინანსური რესურსი გამოუყო

117
სასესხო შეთანხმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის (ქვეპროგრამა 2)”.

საქართველო, პროგრამის ფარგლებში, 68.2 მლნ ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს და მისი მიზანი პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პირველი სუვერენული სესხია ეროვნულ ვალუტაში.

magti 5g