LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზიმუტი“ თბილისის მიმართულებით ფრენებს კრასნოდარიდანაც შეასრულებს

113
აზიმუტი

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, 23 სექტემბრიდან, კრასნოდარის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც იფრენს.

რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა საათ-ნახევარია.

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბრიდანვე კრასნოდარის აეროპორტიდან „აზიმუტი“ ფრენებს ერევნის მიმართულებითაც იწყებს.

ცნობისთვის, „აზიმუტმა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო. ის ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებითაც დაფრინავს და რეისებს როგორც მოსკოვიდან, ისე სანკტ-პეტერბურგიდან, უფადან და სოჭიდან ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g