LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზიმუტმა“ სოჭიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო

120
აზიმუტი

„აზიმუტი”, Red Wings-ის შემდეგ, მეორე რუსული ავიაკომპანიაა, რომელმაც სოჭის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო. პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათობით და პარასკევობით სრულდება. მგზავრობის დრო, დაახლოებით, ერთი საათია. 

შეგახსენებთ, ავიაკომპანია „აზიმუტი” თბილისისა და ქუთაისის მიმართულებითაც დაფრინავს და რეისებს, როგორც მოსკოვიდან, ისე სანქტ-პეტერბურგიდან, უფადან და სოჭიდან ასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, „აზიმუტი“ ქართულ ბაზარზე მე-11 ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g