LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზიური მოტივებით არის ეს სიმღერა… კლიპმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, დღემდე არ წყდება ზარები…“ – სოფო ბედია

23
სოფო-ბედია

29 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი სოფო ბედია სტუმრობდა. გადაცემაში სოფოს ახალი სიმღერის „ცხოვრება ერთი წამია“ პრემიერა შედგა.

სოფო, ვისაუბროთ შენს ახალ ნამუშევარზე, „ცხოვრება ერთი წამია“, ვის ეკუთვნის იდეა?

ყველამ იცის ჩემი და კაკი ბოლქვაძის ურთიერთობა, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, ფაქტობრივად, ოჯახის წევრები ვართ და მოგეხსენებათ, რომ კაკი ძალიან ბევრ სიმღერას მიწერს. უკვე მესამე კლიპი გადავიღე კაკის სიმღერაზე. კაკი თავის მუზას მეძახის, მუსიკას რომ ვწერ, შენი ხმა მესმისო, მეუბნება. ეს სიმღერა ისეთი გამოვიდა, რომ აუცილებლად ითხოვდა ვიდეო რგოლსაც. სიმღერის ტექსტის ავტორი შორენა ტაბატაძე გახლავთ. არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. კლიპის რეჟისურა კაკის ეკუთვნის. რადგან აზიური მოტივებით არის ეს სიმღერა, კლიპი რაბათთან, სიძველეებთან, უფლისციხეში გადავიღეთ. კლიპში ოთხი ლუქით ვარ წარმოდგენილი და ძალიან დიდი მადლობა თამარ ყვავაძეს, რომელმაც ეს კაბები შემიკერა. აქსესუარებისთვის, ვიზაჟისთვის და ვარცხნილობისთვის დიდი მადლობა ბიკო ბერუაშვილს. დიდი მადლობა ირაკლი ხაჩიძეს, რომელმაც ძალიან დიდი თანადგომა გამომიცხადა. კლიპში კადრებს ძალიან მილამაზებს, უნიჭიერესი, არაბული ცეკვების პროფესიონალი შემსრულებელი, ელენა ჩიხლაძე. დიდი მადლობა „fire show“-ს ფანტასტიკური კადრებისთვის გიორგი ედიშერაშვილს, ლაშა გოგაშვილს, რომელიც გაელვებით ჩანს კადრში და რა თქმა უნდა, გადამღებ ჯგუფს, ბესარიონ კვარაცხელიას და ზვიად კარტოზიას.

ეს სიმღერა შენი სხვა სიმღერებისგან, შენი შემოქმედებისგან სრულიად განსხვავდება. რამდენად მარტივად დათანხმდი კაკის შემოთავაზებას?

კაკის ბოლომდე ვენდობი და ჩვენ, საბედნიეროდ, ერთნაირი აზრები გვაქვს. ისეთი ხედვები აქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები ხოლმე.

კლიპის პრეზენტაცია უკვე შედგა, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?

დღემდე არ წყდება ზარები… პრეზენტაცია კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართა და დიდი მადლობა „კავეას“ პიარ მენეჯერს, დალი ბუხრაძეს. პრეზენტაციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და რა საკვირველია, ძალიან ვღელავდი, რადგან ძალიან გამძაფრებულად მაქვს ხოლმე პასუხისმგებლობა. კლიპმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. გათვლილია, რომ მასამ მალე აიტაცოს. სიახლეა და ვფიქრობ, საინტერესოა. აქვე დიდი მადლობა „პაატა გულიაშვილის შოუს“, რადგან კლიპის სატელევიზიო პრემიერა მათთან შედგა.

სამომავლოდ სოლოკონცერტის გაკეთებას თუ გეგმავ?

ჩემი საიმიჯო კონცერტი არის ოცნება, რომელიც არის ახლოს. უკვე დაწერილი გვაქვს გეგმაც და რეპერტუარიც.

 

სოფო ბედია – ცხოვრება ერთი წამია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფო ბედია. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები