„ბუჩა მარიუპოლთან შედარებით იქნება საბავშვო თამაში… ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბისაა, ფაქტობრივად ბუჩა გაამრავლეთ 100-ზე“, – ამის შესახებ ქართველმა სამხედრომ, „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა გიორგი ქუფარაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა და უკრაინაში ბრძოლაზე საუბრისას მარიუპოლში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მარიუპოლში ისევე, როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში ხშირია გაუპატიურებების, მკვლელობებისა და სისასტიკის ფაქტები. როგორც მან აღნიშნა, „აზოვი“ ბოლომდე დადგება, მაგრამ თუ დროულად არ დაეხმარებიან, იქ ყველა დაიღუპება.
„ბუჩა მარიუპოლთან შედარებით იქნება უბრალოდ საბავშვო თამაში… ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბისაა, ფაქტობრივად ბუჩა გაამრავლეთ 100-ზე. იქ ხდება გაუპატიურებები, მკვლელობები.. ბუჩამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიტანა და თქვენ გახსოვთ, რუსებმა დანაშაულის დასაფარად როგორ შემოიტანეს კრემატორიუმი, დაიწყეს დახოცილების გამოტანა, დაწვა, რადგან მათთვის ეს პრობლემა არის – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა.“ – თქვა გიორგი ქუფარაშვილმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.