„აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები 46-მა ადამიანმა დატოვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა მათგანი საკვებით, საცხოვრებლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყვეს.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ფოლადის ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა.