LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზოვსტალის“ მცველი ოლეგ მუდრაკი, რომელმაც რუსეთის ტყვეობაში 4 თვე გაატარა, გარდაიცვალა

167
Untitled design

„აზოვის“ პოლკის მებრძოლი და მარიუპოლის დამცველი ოლეგ მუდრაკი, რომელიც 4 თვის განმავლობაში რუსების ტყვეობაში იყო, გარდაიცვალა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად მუდრაკის ძმისშვილმა გაავრცელა, რომელსაც გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრაკს გული გაუჩერდა.

ოთხთვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულმა მუდრაკმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. გავრცელდა მისი ფოტოები, რომლებიც ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ იყო გადაღებული.

 

 

„ოლეგ მუდრაკმა 4 თვე გაატარა რუსეთის ტყვეობაში და გადაურჩა რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ოლენივკას სამხედრო ტყვეთა ბანაკში.

იყო აზოვის პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური. მუდრაკი იცავდა მარიუპოლს ჯერ კიდევ 2014 წელს, ხოლო „აზოვსტალის“ ქარხანას მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა.

მუდრაკი რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა აზოვსტალი დატოვეს. უკრაინაში ის სექტემბერში, ტყვეების გაცვლის დროს დააბრუნეს“, – წერს მედია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g