LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი კირკიტაძე: „არ მგონია, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ბევრი პარტნიორის ცვლა… მე მხოლოდ ერთი შეყვარებული მყავდა და ძალიან ბევრი ვინერვიულე…“

288
ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე სიყვარულის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი:

„ბედნიერება არის ინდივიდუალური, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი შეხედულებაა ბედნიერების შესახებ. მე პარტნიორების თვლას არ დავიწყებ. ერთადერთი შეყვარებული მყოლია და დიდი სურვილი მექნებოდა, რომ პირველივე ადამიანი ყოფილიყო ის, ვისთან ერთადაც გავაგრძელებდი მარადიულ სიყვარულს.

ახლა შეყვარებული არ ვარ. რამდენჯერმე კი არა, ერთხელ რომ გავიარე ეს, ძალიან ბევრი ვინერვიულე. ძალიან ფრთხილი ვარ ამ საკითხის მიმართ, ემოციური გზა მაქვს გასავლელი. ბევრ სტრესს უკავშირდება და არ მგონია, რომ ადამიანისთვის მარტივი იყოს ბევრი პარტნიორის ცვლა. სიყვარულს უნდა მიჰყვე და თვითონ განახებს გზას, თვითონ ჯდება თავის კალაპოტში…“

მარიკა გოგიჩაიშვილი: „მე ვიპოვე სიყვარული ერთ თვეში და 45 წელი სიყვარულით გავატარეთ…“

ვიდეო: „ღირსეული ქალი ჯერ გაიცნობს კარგად მამაკაცს, მის ხასიათს, მის პიროვნებას და მხოლოდ ამის მერე გადადის ინტიმურ ცხოვრებაზე” – თამარ ივერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g