მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ, რომლის საკონცერტო ჩაცმულობამ თბილისში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე კიდევ ერთხელ, ამჯერად, გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.
ვიდეო: „გუშინდელი კონცერტიდან“ – ბაბი კირკიტაძე ბრწყინვალე ფორმაშია: რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი
„გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, ისე რომ დავფიქრებულიყავი, ხომ არ ჩავიცვამდი.. ეს ვარდისფერი კომბინიზონი, ღია, გამჭვირვალე თვლებით, ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა, ზაფხულში მაჩუქა.
ზაფხულის კონცერტზე მეცვა, თუმცა მაშინ ასეთი აჟიოტაჟი და ხმაური არ გამოუწვევია. შემდეგ, ვიფიქრე, კლუბშიც ჩავიცვამ, მოუხდებათქო, უბრალოდ, რა ვერ განვსაზღვრე იცით? ზაფხულის შემდეგ 7 კილო მაქვს მომატებული.. თან, გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, შიგნით კიდევ ელასტიკი ჩავიცვი.. იმ დღის მერე იმდენი ვინერვიულე, გავხდი.
გაოგნებული ვიყავი, როგორ შეიძლებოდა, რომ სამოსს ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია, კი ბატონო, შეიძლება მართლა არ მიხდებოდა, ვიღაცებისთვის მიხდებოდა, ვიღაცებისთვის – არა. ასეთი ერთკვირიანი გლეჯა შეიძლებოდა ამაზე?
ვარდისფერი კომბინიზონის აჟიოტაჟზე, იმდენი ვინერვიულე 7 კილო დავიკელი – ბაბი კირკიტაძე
? ვარდისფერი კომბინიზონის აჟიოტაჟზე, იმდენი ვინერვიულე 7 კილო დავიკელი – ბაბი კირკიტაძე
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 21 ნოემბერი, 2023
თათას სთხოვეს ხელი და ამან გადაფარა, თორემ ყბაში ვიყავი ამოდებული“