ანრი ჯოხაძის კონცერტზე, მომღერალ ბაბი კირკიტაძის პერფორმანსს, რომლის დროსაც ბაბიმ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს „გადაუფრინა,“ მსახიობი, ია ფარულავა ეხმაურება.
როგორც ფარულავა „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, ბაბი კირკიტაძის სანახაობის დროს – განათება არასწორად იყო შერჩეული.
„ბაბის გაფრენა უნდა ყოფილიყო სრულიად ჩაბნელებულ დარბაზში და მხოლოდ მასზე უნდა ყოფილიყო მიმართული ძლიერი შუქი..
განათებულ დარბაზში არ იყო სწორი.. მე როგორც ნიჭიერი და გამოცდილი რეჟისორი გიზიარებთ ჩემ აზრს,“ – ამბობს ვიდეოში ფარულავა.